საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი კონკურსს აცხადებს

6 ნოე, 2023

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი კონკურსს აცხადებს

 

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აცხადებს კონკურსს პროექტის:  „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ (CPR) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი იწვევს დაინტერესებულ პირებს/ორგანიზაციებს 3-ეტაპიან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტი მოიცავს აქტივობებს  ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიებისა და ინტერვენციის მექანიზმების შემუშვების, სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემისა და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერებისა და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.  

გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირებასა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

 

  • კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა სამოქალაქო აქტივისტები, საინიციატივო ჯგუფები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი ევროკავშირის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე;
  • მეორე ეტაპზე, ტრენინგის მონაწილეთათვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდება ;
  • მესამე ეტაპზე, შერჩეულ გრანტის მიმღებ პირებს/საინიციატივო ჯგუფებსა თუ სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელებს ჩაუტარდებათ მეორე ტრენინგი გრანტის ფინანსური მართვის საკითხებში

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება  არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისაგან, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.  წარმოსადგენი განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 14 ნოემბერი

 

განაცხადების მიღება: მსურველებმა შევსებული განაცხადი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: კონკურსი: ტრენინგი EU-OSGF 2023 ნოემბერი

საკონტაქტო პირები: ირმა ხაბაზი, გიორგი კორძაია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

 

 

პირველი ეტაპის ტრენინგის მეთოდოლოგია: ინტერაქტიული ტრენინგი დისტანციურ  ფორმატში ევროკავშირის CPR პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებზე;

ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 სამუშაო დღე. ტრენინგის ჩატარების სავარაუდო თარიღებია 2023 წლის  16, 17 ნოემბერი. ტრენინგის განრიგი მოცემულია ბმულზე

პირველი ეტაპის ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებისთვის გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, შესარჩევად წარმოადგინონ პროექტი, რომლის მაქსიმალური ხანგრლივობაა 1 წელი, ბიუჯეტი კი 5000- 30000 ევროს ფარგლებში. საკონკურსო პროექტი უნდა ეხმიანებოდეს ევროკავშირის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს.

 

კონკურსის ჩატარებაზე, საკონკურსო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდიდა შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.