საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმა: ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე მიღწეული პროგრესი

26.09.2018

დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის” შიდა პროექტის „ევროკავშირი-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ”.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგი საქართველოს ავალდებულებს: „საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმართვას საჯარო ადმინისტრირების პრინციპებისა და ახლად მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც ფოკუსირებული იქნება იმპლემენტაციის მონიტორინგსა და ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ეფექტური, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, დაწინაურებისა და დათხოვნის სისტემის წახალისებაზე და აგრეთვე, დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ და პროფესიონალურ საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაზე, საჯარო ადმინისტრაციის ყველა სექტორში, სააგენტოსა და აგრეთვე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეთა საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებულ ტრენინგებზე, ხარისხიანი საჯარო მომსახურების გაწევისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე.

ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას კორუფციის, კერძოდ კი კომპლექსური კორუფციის პრევენციის, გამოაშკარავებისა და მოგვარებისათვის, აგრეთვე ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებისა და შემოსავლის დეკლარაციების შემოწმებას.

საქართველოს საჯარო სამსახურ… by on Scribd

NEWS

MULTIMEDIA