ა.წ 14 მაისს 15:00 სთ-ზე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) #10) გაიმართება პუბლიკაციის ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი” პრეზენტაცია.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით 2009 წლის აგვისტოდან მუშაობდა პროექტზე – ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”.
პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური კვლევის, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებით: