საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მონაწილეობა ევროკავშირისა და საქართველოს დიალოგში ადამიანის უფლებების საკითხებზე

28.06.2022

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით მომზადებული წინამდებარე დოკუმენტი აერთიანებს
სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების შეფასებებს საქართველოში 2021 წელს ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებთან დაკავშირებით. დოკუმენტი 13 ნაწილისგან
შედგება: 1) ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზება; 2)
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში; 3) ეთნიკური უმცირესობები საქართველოში; 4) ქალთა
მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; 5) ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა; 6) Covid-19 და მისი გავლენა
საქართველოში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე; 7) ლგბტქი თემის
უფლებები; 8) ბავშვთა უფლებები; 9) ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ
რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთი ოსეთი); 10) შრომითი უფლებები; 11) სასამართლო
და დემოკრატიული ინსტიტუტები; 12) წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის
სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში და 13) მედიის თავისუფლება.