ავტორები:
აბაშიძე ანა, არგანაშვილი ანა, გზირიშვილი თამარ, გობრონიძე გიორგი, გოგოსაშვილი მარიამ, გოლიჯაშვილი თამარ, გოცირიძე გიორგი, დაუშვილი მერი, კუკავა ქეთევან, ლეჟავა დიანა, ნიკოლეიშვილი კარლო, პატარაია ბაბუცა, სორდია გიორგი, ღავთაძე მარიამ, ჩიხლაძე ნინო, ციმაკურიძე ეკატერინე, ჭანტურია ცირა, ჯანიაშვილი მარიამ.
რედაქტორი: მაგდა კალანდაძე
დამკაბადონებელი: მაკა ცომაია
ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას ეფუძნება. ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ქვეყნის მოსახლების 80% უჭერს. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს და ეს დოკუმენტიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ორწლიანი მუშაობის შედეგია.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამას ეკუთვნის და მისი მიზანია, შეფასდეს საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და თანასწორობის კუთხით არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა იმ კითხვარის (-23ე თავი) გამოყენებით, რომელზეც პასუხების მომზადება, როგორც წესი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებს მოეთხოვებათ.
ეს არის მცდელობა, რომ საქართველომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და სანამ გაწევრიანების პროცესი ოფიციალურად დაიწყება, წინასწარ ცალმხრივად შეაფასოს საკუთარი მიღწევები და გამოავლინოს ნაკლოვანებები იმ სტანდარტების მიხედვით, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს. დოკუმენტის მომზადდა სერჯან მაისტოროვიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც 2017-2015 წლებში სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი იყო და უშუალოდ ხელმძღვანელობა გაწევრიანების კითხვარის -23ე თავის მომზადებას.
შეფასებები ეფუძნება საჯარო ინფორმაციის ანალიზს, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ხედვა და რეკომენდაციები ერთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკისა გასაუმჯობესებლად.
ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის დოკუმენტს, რომელიც გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ეძლევა წევრობისთვის მზადყოფნის შესაფასებლად. კითხვარი სტანდარტულად 33 თავისგან შედგება და მიიჩნევა, რომ -23ე თავი მათ შორის ყველაზე რთული და კომპლექსურია.
ვანო ჩხიკვაძე
ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი