მოცემული კვლევა Covid 19 პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს და მოქალაქეებს შორის სასესხო ვალდებულებებს ეხება. კვლევა ეფუძნება პანდემიის შემდგომ მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარების პროექტის შედეგად ბენეფიციარებისგან მიღებულ ინფორმაციას, წერილობით დოკუმენტაციას და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ასევე პანდემიის პერიოდში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს. კვლევა მოამზადა
„სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრმა”. აღნიშნული ორგანიზაცია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით 2020 წლის მარტიდან ახორციელებს პროექტს “დააპაუზე უფასოდ”, რომლის მიზანია პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე ან შემცირებული შემოსავლით დარჩენილი ფიზიკური პირების სამართლებრივი დახმარება. პროექტი, ადვოკატირების საქმიანობასაც მოიცავს.