სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორების საჭიროებების კვლევა ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები

17.09.2021

კვლევის ხელმძღვანელები: მერაბ ქართველიშვილი ნინო ბაღაშვილი
კვლევის ავტორები: გიორგი ჭანტურია მერი ქადაგიძე
რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექნიკური რედაქტორი: ირაკლი სვანიძე

2019-2020 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ინიციატივით განხორციელდა კვლევა: „ზოგადი განათლების სისტემაში სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებისა და შეფასების პოლიტიკის კვლევა თანასწორობის უზრუნველყოფის და ყველა სახის დისკრიმინაციის  აღმოფხვრის  კონტექსტში“.  სასკოლო  სახელმძღვანელოების  შეფასებასთან  დაკავშირებით იდენტიფიცირებული გამოწვევების ანალიზმა აჩვენა, რომ სახელმძღვანელოს ხარისხის, მათ შორის, თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ინვესტირება, ავტორების მომზადება, მათი კომპეტენციისა და მოტივაციის გაზრდა.

აქედან გამომდინარე, ამ კვლევის მიზანია სახელმძღვანელოს ავტორების საჭიროებების ანალიზი როგორც მუშაობის პროცესის ორგანიზების, ისე კომპეტენციების განვითარების კუთხით. შესაბამისად, ნაშრომში წარმოდგენილი მოსაზრებები აღწერს რესპონდენტების პოზიციას, აღქმებს და დამოკიდებულებებს.

კვლევის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მიგნებები მოიცავს მხოლოდ რესპონდენტების მოსაზრებებს და არ იძლევა ავტორების სრულ შემადგენლობაზე განზოგადების საშუალებას. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე სხვა ჩართული მხარეებისთვის შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს როგორც ავტორთა საჭიროებების შესახებ დისკუსიის აქტუალიზაციას, ისე არსებული გამოწვევების დაძლევასა და პროფესიული საქმიანობის პოპულარიზაციას.

 

 

სასკოლო სახელმძღვანელოების … by OSGF

სიახლეები

მულტიმედია