პრესრელიზი: 23.06.2016
23 ივნისს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” ჩატარდება პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების რისკებისა და შესაძლებლობების ანალიზს გვთავაზობს.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი თემა ბრიუსელიდან დანახული საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივებია.
შეხვედრის მომხსენებლები არიან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)-ის ეკონომისტი სოფო სხირტლაძე, ვებპორტალის EUGEORGIA.INFO-ს ანალიტიკოსი ზურაბ მოდებაძე და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ბრიუსელის ოფისის მთავარი ანალიტიკოსი პოლ ივანი.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge, www.csf.ge