13 თებერვალს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე „მამარდაშვილი დღეს”. სემინარზე საუბარი იქნება მერაბ მამარდაშვილის პოლიტიკის ფილოსოფიასა და მის აქტუალურობაზე თანამედროვე ქართულ სიტუაციაში.მოხსენებას გააკეთებს მწერალი, ლიტერატორი გიორგი ლორთქიფანიძე.
სემინარზე დასწრება თავისუფალია.
სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს http://mamardashviliseminars.ge/