შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების შეფასება

09.02.2022

2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირისა და აშშ-ს ძალისხმევით, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელწოდებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების სახელით არის ცნობილი.

შეთანხმება არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საწინდარი უნდა გამხდარიყო და ახალი ძალა მიეცა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესისთვის. შეთანხმების განხორციელება გულისხმობდა მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას. შეთანხმების მიხედვით, რეფორმები მოიცავდა პოლიტიკური მართლმსაჯულების, საარჩევნო, კანონის უზენაესობის და სახელისუფლებო ძალაუფლების გადანაწილების სფეროებს. რეფორმების განხორციელების ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ იყო. აღნიშნულმა პარტიამ 2021 წლის ივლისში მიიღო გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შესახებ, რადგანაც მისი ნაწილი შესრულებულად მიიჩნია, ხოლო მეორე ნაწილის შესრულებად არა დოკუმენტის პირობა, არამედ საკუთარი პოლიტიკური ნება დაასახელა.

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია საზოგადოების ფონდმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ პუნქტობრივად გააანალიზეს დოკუმენტში დადებული პირობების შესრულება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. ორგანიზაციების შეფასებით, მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა, შესაბამისად ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, არასაკმარისი აღმოჩნდა საარჩევნო რეფორმისთვის გადადგმული ცალკეული ნაბიჯები:

„არჩევნების წინ ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გაუმჯობესება ან საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული აღმოჩნდა. საარჩევნო რეფორმის მოკლევადიანმა მიზანმა უპასუხოდ დატოვა ძირეული გამოწვევები/პრობლემები“-სამართლიანი არჩევნები.

გარდა ამისა, შეთანხმების მიუხედავად, დღემდე ვერ შეიქმნა ევროპის პარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხუთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები უნდა დაეთმოთ.

„მმართველ პარტიას არ გამოუჩენია პოლიტიკური ნება შეეცვალა პარლამენტში ძალაუფლების განაწილების არსებული სისტემა.–საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

ნახეთ დოკუმენტი სრულად.


მედია ამ თემაზე

ევრონიუსი- ქეთი ხუციშვილი პირდაპირ ეთერში

ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი
სამართლიანი არჩევნები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, ევროკავშირის ელჩი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

მთავარი 21:00

ფორმულა 17:00

ტვ პირველი 12:58

 

რადიო თავისუფლება – როგორ შესრულდა შარლ მიშელის შეთანხმება – არასამთავრობოების შეფასება, 09/02/2022;

რადიო თავისუფლება – ევროკავშირის ელჩი “მიშელის შეთანხმებაზე”: სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება არ შესრულდა, 09/02/22;

ინტერპრესნიუს.ჯი – ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა, 09/02/22

პუბლიკა.ჯი- NGO-ებმა შეაფასეს, თუ როგორ შესრულდა აპრილის შეთანხმება.

ნეტგაზეთი- მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, საარჩევნო-არასაკმარისია. 

სიახლეები

მულტიმედია