26 აპრილს, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით მწერალთა სახლში ჩატარდა შეხვედრა, სადაც ევროკავშირის ელჩი ხელოვანებს და მეცნიერებს ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადდთან დაკავშირებით ესაუბრა.
“ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის და არც უნდა იყოს, მაგრამ თვითმიზანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაგვეხმაროს, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ქვეყანაში, სადაც მოსამართლე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ მიიღებს, თუ რომელი მხარის წარმომადგენელი დაურეკავს და რას დაავალებს; ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ტენდერის ჩატარებისას ბიზნესმენი არ იფიქრებს იმაზე, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ დაეხმაროს მმართველ პარტიას არჩევნების მოსაგებად; სადაც არჩევნები არ ჩატარდება ისე, რომ პედაგოგს სამსახურის დაკარგვის ეშინოდეს, თუ ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას; სადაც ჟურნალისტებს არ სცემენ თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულების გამო; სადაც ჩვენს ტელეფონს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ მაშინ მოუსმენს, როდესაც მას ამის უფლება ექნება და არა მაშინ, როდესაც მოუნდება.
ევროკავშირში წინსვლას ვერცერთი ხელისუფლება დაიბრალებს. ევროკავშირის წევრობისკენ სვლა სწორედ ჩვენი, ხალხის დამსახურებაა და არა რომელიმე ხელისუფლების. ხელისუფლება ჩვენ, ხალხმა დავიქირავეთ, ჩვენ ვუხდით ხელფასს და უნდა ასრულებდეს იმას, რასაც ითხოვს ხალხი”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი.