შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე

18.02.2019

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში არსებულ მომსახურებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ამავე საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, თავად შშმ პირების ან მშობელთა გაერთიანებებს წარმოადგენენ. შეხვედრას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.

ბოლო პერიოდში, ღია საზოგადოების ფონდის დახმარებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გაჩნდა ქრონიკული დაავადების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. დაიწყო უფასო იურიდიული დახმარების პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, შეიქმნა საძიებო პორტალი www.sheaghe.ge, სადაც მარტივია ინფორმაციის მოძიება შეზღუდულ  შესაძლებლობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. 

შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს  საქართველოს ადვოკავტთა ასოციაციამ, მაკ კლეინის ასოციაციმ, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ, მშობელთა ხიდმა, სოფიო კერესელიძემ ილიას უნივერსიტეტიდან აუტიზმის თემაზე, ესმა გუმბერიძემ პლატფორმიდან თანაბარი შესაძლებლობებისთვის, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისათვის, ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა, მოძრაობამ ხელმისაწვდომი გარემოსათვის, მშობელთა კოალიციამ “მოძრაობა ცვლილებებისათვის”, ორგანიზაციამ “ხელი-ხელს”, ორგანიზაციამ “ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის. შშმ პირთა სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს გია კაკაჩიამ და გუნა ბიბილეიშვილმა.

ნახეთ ფოტოგალერეა.