24 და 25 მარტს, სენაკში და ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან პაციენტის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები პროექტის “პაციენტის უფლებების დაცვის ცხელი” ფარგლებში “საქართველოს ბიოეთიკის ასოციაციამ” ჩაატარა. პროექტი ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხრდაჭერით მიმდინარეობს.
პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის წარმომადგენლებმა სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს და სკოლის მოსწავლეებს.
მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხი იყო. საუბარი ასევე შეეხო მოქალაქეთა მხრიდან უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე რეაგირების საკითხს.
შეხვედრების შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოეწყო, სადაც პაციენტთა უფლებების ცხელი ხაზის საფირმო მაისურებში გამოწყობილმა მოხალისეებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
რეგიონებში პაციენტის უფლებების კვირეულის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.