კვლევის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ პასუხობს დაინტერესებული პირის მოთხოვნას. მაგალითისთვის, სამსახურმა არ წარმოადგინა 2023 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში შემოწმებული ობიექტების ჩამონათვალი და მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იმ მიზეზით, რომ ამ პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგები და შედგენილი საქმისწარმოების მასალები დამუშავების ეტაპზეა. ხაზგასასმელია, რომ სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
კვლევა მომზადდა ა(ა)იპ „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ მიერ ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით. ავტორების მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი კვლევის შინაარსზე.
კვლევის ავტორები: მარიამ კუკავა, ქეთევან კუკავა