საქართველოში, პანდემიის გამო ასიათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო. ბევრ ადამიანს არაანაზღაურებად შვებულებაში მოუწია გასვლა.
ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, შრომის უფლებადარღვეულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს სთავაზობს სამი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სოლიდარობის ქსელი / Solidarity Network . ბოლო ერთი თვის მანძილზე ამ ორგანიზაციებმა 500-ზე მეტი კონსულტაცია გასწიეს და მომავალში სასამართლო გზით დავასაც გეგმავენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ შრომის უფლებების დარღვევის ტენდენციების, კონკრეტული შემთხვევების, მოქალაქეთა მომართვიანობის და პერსპექტივების შესახებ.