კვლევა წარმოადგენს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) სისტემის სიტუაციურ ანალიზს – პრობლემების, ბარიერებისა და გამოწვევების, ასევე საჭიროებების იდენტიფიცირება. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო მთლიანობაში, ჰოლისტიკურად ყოფილიყო აღქმული და წარმოდგენილი პირველადი ჯანდაცვის პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით – მსხვილი ქალაქების, მუნიციპალური ცენტრებისა და სოფლის ექიმის პროგრამის ჭრილში, 2019 წლის დასაწყისისთვის (მარტი-აპრილი) არსებული მდგომარეობის მიხედვით.
ამავე დროს, აღნიშნული კვლევის ფოკუსი უფრო მეტად იყო მიმართული ხელის შემშლელი ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რომელთა გამო ვერ ხერხდება წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების გადაჭრა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, მაშინ როდესაც კარგად არის ცნობილი მათი მოგვარების გზები (მათ შორის, არსებობს მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტის რეკომენდაციები და დასკვნები).
ავტორები: ნინო მიქავა, სიმონ გაბრიჭიძე
კვლევა მომზადდა Welfare Foundation-ის მიერ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.