28, 29 ნოემბერს, საქართველოს, სასწავლო ვიზიტით ტაჯიკი და უკრაინელი კოლეგები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კვალიფიკაციის ამაღლება პალიატიური მზრუნველობის სფეროში, არსებული სერვისების შესწავლა და ბავშვთა ჰოსპისის გამოცდილების და მუშაობის გაცნობა.
ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ჩაუტარდათ, როგორც თეორიული სემინარი, ასევე საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ ჰოსპისის საქმიანობის პროცესში. წამლებზე ხელმისაწვდომობის და ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, შეხვედრები გაიმართა ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებთან.