თავისუფლების აკადემიაში ინტერაქციული ლექციების კურსი დაიწყო

13.09.2021

თავისუფლების აკადემიაში პირველი სალექციო დღე დამთავრდა. შეხვედრა ეხებოდა აქტიურ მოქალაქეობას, აქტივისტური სტრატეგიის შემუშავება-დაგეგმვას, თვითმმართველობასთან და გავლენის მქონე აქტორებთან ურთიერთობას, მოლაპარაკებებსა და საჯარო სიკეთის დაცვას.

მონაწილეებმა როლური სავარჯიშო შეასრულეს და იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც აქტიური მოქალაქეები დგებიან კამპანიის დროს.