თბილისის საერთაშორისო კონფერენცია: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი

05.09.2015

2015 წლის 7-8 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) უმასპინძლებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“. კონფერენცია გაიმართება სასტუმროში თბილისი რუმსი (სასტუმროს ბაღი).

კონფერენცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ტარდება.

2015 წლის 7-8 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) უმასპინძლებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში”. კონფერენცია გაიმართება სასტუმროში თბილისი რუმსი (სასტუმროს ბაღი). * * *თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებს. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას, გაიმართება დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.

მაკკეინის ინსტიტუტს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგენენ ბატონი კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ბატონი დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მაღალი რანგის პირები, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციის დისკუსიებსა თუ დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, დიპლომატიური, აკადემიური და ექსპერტული წრეების ლიდერები.

2014 წელს ფონდის მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის,განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) ორგანიზებით ორი კონფერენცია ჩატარდა: საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი (1-3 სექტემბერი, 2015) და დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში (26-27 მარტი, 2015), რომელსაც უძღვებოდნენ სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტენფორდის უნივერსიტეტიდან: ფრენსის ფუკუიამა, ლარი დაიმონდი, ერიკ ჯენსენი და სტივენ კრასნერი.

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ პრესრელიზი.