უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული. უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგარ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლა. არ არსებობს უსახლკაროთა ოფიციალური სტატისტიკა.
პრობლემის არაღიარება მნიშვნელოვან სირთულეებს წარმოშობს. მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების პარალელურად, უსახლკარო პირების უფლებების რეალიზაცია არასათანადოდ ხდება, ნაკლებად მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ გააჩნიათ თვითორგანიზების საშუალებები და მათი მოთხოვნები და საჭიროებები ყურადღების მიღმა რჩება.
სინამდვილეში, ათასობით ადამიანი საცხოვრისის გარეშეა დარჩენილი.
სოციალურად დაუცველი და უსახკლაროდ დარჩენილი მოქალაქეები სკოლების შენობებში არიან შესახლებულნი.
ათონელის ქუჩაზე მდებარე #68 სკოლის დროებითი მკვიდრები
ზოგი კერძო საკუთრებას აფარებს თავს.
სკოლებიდან გამოსახლებულთ ღია ცის ქვეშ უწევთ არსებობა.
ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კვლევა ჩაატარა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს უსახლკარობასთან ბრძოლისა და პრევენციის ხედვა და სტრატეგია არ გააჩნია.