23 ივნისიდან და 2 ივლისამდე ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით პაციენტთა უფლებების შესახებ ექიმებისთვის რამდენიმე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო პროექტის „ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში” ფარგლებში.
ტრენინგში მონაწილე 70-მდე ექიმი სხვადასხვა დაწესებულებებს წარმოადგენდნენ, კერძოდ: შპს “მედისონი”, სამშობიარო სახლი ჰერა, თბილისის რეფერალური საავადმყოფო, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”, კახეთის რეფერალური საავადმყოფო, ელიზაბეტ ბლექველის საავადმყოფო, კლინიკა „რეპროარტი”, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, კახეთის რეფერალური საავადმყოფო.
ტრენინგზე განხილული იყო:
– ჯანდაცვის სისტემები და საქართველოს ჯანდაცვის სიტუაციური ანალიზი;
– ადამიანის უფლებები და პაციენტის უფლებები; როგორ უწყობს ხელს
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტის უფლებების დაცვას;
– სამედიცინო მომსახურების გამწევთა უფლებები/ჯანმრთელობის უფლებისა და
პაციენტის უფლებების ერთმანეთისგან გამიჯვნა;
– „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მიზანი; განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები; დიაგნოზის, როგორც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის მთავარი საკითხი; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკული ასპექტები, პაციენტის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემა.
ტრენინგის სესიებს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტები გივი ჯავაშვილი და ნინო მირზიკაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი თამარ დეკანოსიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე და ინსპექტორის აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი სალომე ბახსოლიანი.