ტრენინგი მერიის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებისთვის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესახებ

13.07.2021

ღია საზოგადოების ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 5 თებერვალს განახორციელა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაეკისრა ვალდებულება მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შემდეგ, 2021 წლის 14 ივნისამდე დაემტკიცებინა. „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 4 დეკემბერს დაამტკიცა.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესების” განუყოფელ ნაწილს.

ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევიდა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება.

სტანდარტის გაცნობის და ინფორმირებულობის მიზნით, მომზადდა საჩვენებელი პროექტები, რომელიც 13  ივლისს  სასტუმრო “ფაბრიკაში”  ქ. თბილისის მერიის და მცხეთა-თიანეთის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს წარედგინათ.

ტრენინგს უძღვებოდა მშენებლობის ექსპერტი ვაჟა კუხიანიძე