2015 წლის 4 და 5 მარტს, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა 2 დღიანი ტრენინგი სტომატოლოგებისთვის “ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში”. ტრენინგს დაესწრო 70-მდე მონაწილე სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკებიდან, ასევე სტომატოლოგი რეზიდენტები.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
ტრენინგის სხვადასხვა სესიებს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტი სოფიო ლებანიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და საიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი თამარ დეკანოსიძე.