ტყვიები ჟურნალისტებისთვის

26.12.2019

2019 მძიმე წელი იყო მედიისთვის. ზეწოლა წლის ბოლო დღეებშიც გრძელდება. რამდენიმე ტელევიზიას ადევს ინკასო, ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მედიაცენზურის საფრთხეებს შეიცავს. გახშირდა ვერბალური და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე.

2019 წლის 20 ივნისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე დღეა.

ფილმი გადაღებულია Movement მიერ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

20-21 ივნისის ღამის ამბავს ყვებიან: ნინო ხოზრევანიზე, აჭარის სატელევიზიო მაუწყებელი, თამარ ბაღაშვილი- მთავარი, გურამ მურადოვი- Civil.ge ფოტოჟურნალისტი და თორნიკე კოშკაძე, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი.