საჯარო მოხელეების აგიტაცია სოციალურ ქსელებში

20.08.2021

თანამედროვე მსოფლიოში, სოციალური ქსელების გამოყენება პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის დღითიდღე იზრდება. სოციალური მედიის პლატფორმები, ისეთები როგორიცაა ფეისბუქი და ტვიტერი, საარჩევნო კამპანიისას კანდიდატების მთავარ პლატფორმად გარდაიქმნა. სწორედ, ამ საშუალებებით ხდება ამომრჩევლებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მხარდამჭერთა მობილიზაცია თუ საზოგადოებრივი დღის წესრიგის შეცვლა.

კვლევის მიზანია გააანალიზოს სოციალური ქსელების საარჩევნო/პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე რეაგირების გამოწვევები საქართველოში, კერძოდ: საკანონმდებლო ჩარჩო და ამ შემთხვევებზე შესაბამისი ორგანოების რეაგირების პრაქტიკა. ამასთან, სხვადასხვა განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეისწავლოს სოციალური ქსელებში მოხელეთა ქცევისა და აგიტაციის რეგულირების სტანდარტები.