უსახლკაროების მდგომარეობა სოციალურ საცხოვრისებში

07.07.2020

ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, მკვლევარი ქეთი სართანია სოციალურ საცხოვრისებში არსებულ მდგომარეობას სწავლობს. კვლევა ამა წლის სექტემბერში გამოქვეყნდება და შეაფასებს სოციალური საცხოვრისის პირობებს, იქ მცხოვრები უსახლკარო ადამიანთა უფლებების კუთხით.

დისკუსიის ფარგლებში, ქეთი სართანია კვლევის პროცესში გამოვლენილ მიგნებებსა და მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.

ამავე დისკუსიის ფარგლებში მოუსმენთ ანანო ცინცაბაძეს, რომელიც ღია საზოგადოების ფონდში საცხოვრისის უფლების თემაზე მუშაობს. სხვა საკუთხებთან ერთად, ანანო თავის მოხსენებაში ლაპარაკობს საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების ამჟამად მიმდინარე პროცესზე.

მოდერატორი: ვახტანგ ნაცვლიშვილი.