უსახლკარობის სერვისები სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე

09.07.2021

ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით შემუშავებული ნარკვევი აანალიზებს საცხოვრისის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის პრაქტიკულ დანიშნულებას. ამასთან, შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკის გარეშე შექმნილი უსახლკარობის პროგრამები და სერვისები, ვერ უზრუნველყოფენ პრობლემის არსებით გადაწყვეტას.

2019 წელს საქართველოს მთავრობამ საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის ვალდებულება აიღო. შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნით დაადასტურა ამ დოკუმენტის აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, სტრატეგიის ეროვნული დოკუმენტი, საქართველოს დღემდე არ შეუქმნია.