უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა საქართველოსთვის

22.10.2014

ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” საკონფერენციო დარბაზში (მისამართი ჭოველიძის ქუჩა 10) წარმოდგენილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტი „უვიზო მიმოსვლა ევროპაში – საქართველოს პერსპექტივა” და ახალი ბროშურა „როგორ მივიღოთ შენგენის ვიზა?”.

შეხვედრისას საუბარი შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ სავიზო პოლიტიკას და მის გავლენას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. კერძოდ:   რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან დღემდე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განეხორციელებინა და რამდენად რეალურია რომ 2015 წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდეთ.

შეხვედრას გაუძღვებიან და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ პოლონეთის შტეფან ბატორის ფონდის წარმომადგენელი კრჟიშტოფ მროზეკი და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე. მოხსენებებს გააკეთებენ: ნინო სარიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისიდან, თიკო ტყეშელაშვილი- მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტიდან, ლაშა ტუღუში- ევროპული ინიციატივა- ლიბერალური აკადემიიდან. სემინარის მოდერატორია რეფორმების ასოციაცია GRASS-ის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

 

 

NEWS

MULTIMEDIA