უზენაესმა სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო გარემოსდამცველთა სარჩელი, რომელიც ვაკის პარკში მშენებლობის თაობაზე მერიის განკარგულებისა და არქიტექტურის სამსახურის ბრძანების გაბათილებას მოითხოვდა. ამასთან, დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.
ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც საზოგადოებისთვის 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი კვლავ აქტუალური გახადა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხი.
ვაკის პარკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს რადიო “თავისუფლების” დილის ეთერში სამართლებრივად აფასებს ანანო ცინცაბაძე, ღია საზოგადოების ფონდის და ინიციატივა საჯარო სივრცისათვის წარმომადგენელი. მისი თქმით, საჯარო სივრცე და ჯანსაღი გარემოთი სარგებლობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა მოქალაქეებისთვის.
ვაკის პარკში მშენელობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებამ 21 იანვარს, ღია წერილი გაუგზავნა ქალაქის მერს, კახა კალაძეს. 27 იანვარს კი ვაკის პარკში საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
რუსთავი 2, ანანო ცინცაბაძე, 22 იანვარი, 2019
პირველი არხი, ანანო ცინცაბაძე, 21 იანვარი, 2019