www.LSGindex.org – ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსია, რომელიც მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხს აფასებს, მოქალაქეებს თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის და აძლევს შესაძლებლობას, მეტად ჩაერთონ თვითმმართველობის პროცესში.
ვებგვერდის მომხმარებელს მუნიციპალიტეტის გადამოწმება სპეციალური ინტერაქციული რუკის მეშვეობით შეუძლია. ინდექსი გამჭვირვალობის და ღიაობის მიხედვით მუნიციპალიტეტების რეიტინგსაც გვიჩვენებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.