ავტორი: ბესარიონ ბოხაშვილი.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ მხარდაჭერილი წინამდებარე მცირე ანგარიში ეხება წამების, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით 2012-2017 წლებში საქართველოში არსებულ მდგომარებას.
კვლევა ასახავს იმ პროგრეს, რომელსაც მიაღწია საქართველომ როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული კუთხით. ამავე დროს კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რომლებიც კვლავაც სახეზეა წამებასთან ბრძოლის კუთხით. კვლევა ძირითადად ეყრდნობა ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი ავტორიტეტული საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი საზედამხედველო ორგანოების, ისევე როგორც, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებებსა და ანგარიშებს.
კვლევის უწინარესი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის აკრძალვის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ. ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული პროგრესის პარალელურად არსებობს სხვადასხვა პრობლემური სფეროები, რომელთა გამოსასწორებლად საჭიროა შესაბამისი მექანიზმების შექმნა. წინამდებარე ანგარიშის მეშვეობით მიმოვიხილავთ არსებულ სიტუაციას და იდენტიფიცირებულ პრობლემებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარმოვადგენთ.