
ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება არ შეესაბამება მმართველობის დემოკრატიულ პრაქტიკას. ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ხელისუფლების პირობებში ინარჩუნებდნენ მიუკერძოებლობას და კრიტიკულ დამოკიდებულებას, არ უნდა ხდებოდნენ თავდასხმის ობიექტები. ასეც რომ არ იყოს, მიუღებელია საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ადამიანის შევიწროება საკუთარი აზრისა და საქმიანობის გამო.
იმედს გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლები თავს შეიკავებენ მსგავსი განცხადებებისგან, ხოლო საზოგადოება იქნება ერთიანი ამ პრაქტიკასთან ბრძოლაში.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.