ზრდასრულთა სწავლების მეთოდები

23.05.2022

თქვენს წინაშეა ზრდასრულთა სწავლების მეთოდების მოკლე სახელმძღვანელო, რომელიც თავდაპირველად შემუშავდა, როგორც ონლაინ ტრენინგის თანმხლები საკითხავი მასალა. „სწავლების მეთოდებისა და სწავლების ეფექტურობის გაზრდის“ ონლაინ ტრენინგი ორგანიზებული იყო 2021 წლის ივნისში, პროექტის ცოდნის და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.

ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტის ოთხი სამიზნე რეგიონის (გურიის, აჭარის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის) პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები; სწორედ მათი სურვილით გადაწყდა ტრენინგის კონსპექტის გავრცობა და ელექტრონულ პუბლიკაციად ჩამოყალიბება.

პუბლიკაცია გავამდიდრეთ ინტერაქციული მეთოდოლოგიური მასალის – კერძოდ კი სხვადასხვა თამაშების და სავარჯიშოების, აგრეთვე ჯგუფური დისკუსიის გაძღოლის სხვადასხვა კრეატიული მეთოდების დამატებით, რომელთა გამოყენებითაც მასწავლებლები შეძლებენ თავიანთი მეცადინეობების გამდიდრებას, გახალისებას, სტუდენტების ინტერესისა და მოტივაციის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში სწავლების პროცესის ეფექტურობის ამაღლებას.