არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში ჯანდაცვის საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია
დრო: სამშაბათი, 5 ივლისი, 14:00სთ
ადგილი: ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქ.) ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო”, საკონფერენციო დარბაზი
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” 5 ივლისს არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებს. კვლევა მოიცავს არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის სტანდარტების შეფასებას, ასევე მოზარდების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2010 წელს „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან” გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა” არასრულწლოვანთა დაწესებულებაში 6 თვიანი კვლევა ჩაატარეს.მონიტორინგის განხორციელების მიზანი იყო ავჭალის არასრულწლოვანთა (150-მდე არასრულწლოვანი) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის სფეროს ძირითადი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა, გამომწვევი მიზეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
5 ივლისს დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან წარმომადგენლები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტროდან, არასრულწლოვანთა დაწესებულების ხელმძღვანელობა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.