ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ერთობლივ პროექტს იწყებენ. თანამშრომლობის მემორანდუმს 11 მარტს მოეწერა ხელი.
პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებულია და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კვლევას, რის შედეგადაც გამოვლინდება არსებული ხარვეზები და საჭიროებები. უშუალოდ მონიტორინგი გაგრძელდება 6 თვე.
კვლევის შედეგად გამოვლინდება თუ როგორ არის დაცული მსჯავრდებულების, როგორც პაციენტების უფლებები, რამდენად არის ხელმისაწვდომი მათთვის ჯანდაცვის სერვისები, ადეკვატურია თუ არა სამედიცინო მომსახურების ხარისხი და როგორ არის ორგანიზებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის და კლინიკური მედიცინის საკითხები.
კვლევის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ამ დაწესებულებაში.
###