”ახალგაზრდული დისკუსიები ღია საზოგადოებისათვის”

26.01.2010

პროექტს  ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი ფონდის “ღია საზოგადოება -საქართველო” და გაეროს განვითარების პროგრამის  ფინანსური მხარდაჭერით. პროექტით განსაზღვრული ღონისძიებები ითვალისწინებს, საქართველოს ხუთ  ქალაქში –  ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და თელავში სტუდენტი ახალგაზრდობის წრეებში ღია საზოგადოების ღირებულებების შესახებ მსჯელობის ინიცირებას. კერძოდ,  ჩამოთვლილი ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში, თვეში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თემის შესახებ  დისკუსიის გამართვას მოწვეული ექსპერტის ფასილიტატორობით (ხელმძღვანელობით).

ახალციხეში გამართულ დისკუსიაზე, რომლის ძირითადი თემა იყო “სახელმწიფო და მოქალაქე”, მოწვეული ექსპერტი, ბატონი ემზარ ჯგერენაია ესაუბრა სტუდენტებს “სახელმწიფოსა” და “საზოგადოების” არსის შესახებ, რის შემდეგაც, მისივე ხელმძღვანელობით გაიმართა დისკუსია სტუდენტებისათვის წინასწარ მიწოდებული და მათ მიერ დამუშავებული თემების – ” ადამიანის უფლებები”, “მედია და საზოგადოება”, “სამოქალაქო საზოგადოება” გარშემო.

პროექტის დასკვნით ეტაპზე, დაგეგმილია  პროგრამის ფარგლებში  გამართულ დისკუსიებში  გამოვლენილი აქტიური სტუდენტების მიწვევა თბილისში, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.   

პროექტის ფარგლებში  სტუდენტების მიერ დამუშავებული თემები გამოიცემა ბროშურის სახით.

 

თამარ წერეთელი
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა