ახალგორის ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის მიერ ახალგორში ჩატარებული ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში შეინიშნება საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ვრცლად…

25.01.2010

ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამის  ფარგლებში ახალგორში ჩამოყალიბებულ ბიზნესის ხელშემწყობ ცენტრში 26 მარტს ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი  საფინანსო აღრიცხვისა და ლეგალური საკითხების შესახებ.

ცენტრის მიერ ახალგორში ჩატარებული ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში შეინიშნება საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა. მეწარმეებმა არ იციან, თუ რა ვალდებულებები გააჩნიათ საგადასახადო ორგანოების ან ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ. გაიმართა შეხვედრები, სადაც კონკრეტულად გამოიკვეთა მცირე ბიზნესის ამ სფეროს წარმომადგენლებისათვის საინტერესო საკითხები და სექტორში არსებული უმთავრესი პრობლემა – ფინანსური აღრიცხვისა და ტრანზაქციების წარმოების არცოდნა, რაც ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება.

ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ახალგორის ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის თანამშრომლებმა დაამუშავეს ტრენინგ მოდული – გადასახადები მაღაზიებისათვის. მუშაობის პერიოდში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი საგადასახადო ორგანოს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის,  თვითმმართველობის საფინანსო განყოფილების წარმომადგენლებთან.

26 მარტს ჩატარებული ტრენინგის დროს კონკრეტული საკითხები იქნა განხილული: მოგების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი; ქონების გადასახადი; დამატებითი ღირებულების გადასახადი; ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილი მოსაკრებლები; სალაროს აპარატი; საგადასახადო შეღავათები.

ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს საგადასახადო ორგანოებში წარსადგენი სპეციალური ფორმების შედგენა.

ახალგორის ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ ტრენინგზე მიღებული ინფორმაციითა და ცოდნით. მათ მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ტრენინგის მსვლელობისას დასმულ შეკითხვებს ახალგორის ბიზნესის ხელშემწობი ცენტრის თანამშრომლები დაამუშავებენ და ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე უახლოეს მომავალში დაგეგმილ ტრენინგზე მიიღებენ.

 

თამარ პირველი
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა