ახალი ანალიტიკური ნაშრომი კონსტიტუციის საკითხებზე დებატების დაწყებას შეუწყობს ხელს

22.03.2010

ფონდმაღია საზოგადოებასაქართველომსაზოგადოებას წარუდგინა ანალიტიკური ნაშრომიკონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში, მისი განვითარების პერსპექტივა”, რომელზეც 1 წლის მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ექსპერტებიკონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე, იური ტაბუცაძე, ზაზა რუხაძე, ვახტანგ ხმალაძე, და ზურაბ ჯიბღაშვილი.  

ახალი ანალიტიკური პუბლიკაცია განიხილავს კონსტიტუციონალიზმის არსს და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს, აღწერს სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის კონსტიტუციურ სისტემებს მსოფლიოში და საკონსტიტუციო პროცესს საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე, განიხილავს, თუ რა საკანონმდებლო უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს, რა როლი ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლების მოწყობაში…-ნაშრომი ყველა ამ საკითხის ანალიტიკურ შეფასებას და საკონსტიტუციო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს გვთავაზობს.   

”ამ პუბლიკაციის გამოცემით  ჩვენი მიზანი იყო, გაგვეანალიზებინა ის კონსტიტუციური პროცესი, რაც  20 წელიწადია საქართველოში მიმდინარეობს. წლების მანძილზე საუბარია კონსტიტუციონალიზმის კონცეფციაზე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, მაგრამ  დღემდე არ გაანალიზებულა ღრმად, თუ როგორი ტიპის მმართველობა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ეფექტური  და არც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არის ცნობილი იმ სიტყვების შინაარსი, რომელიც წლების მანძილზე გაისმის.”-აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე. 

მნიშვნელოვანია, რომ პუბლიკაციაში წარმოდგენილია არა რომელიმე კონკრეტული პირის პოზიცია, არამედ  ის დასკვნები, რომელიც ექვსმა დამოუკიდებელმა, განსხვავებული შეხედულებების მქონე  ექსპერტმა კონსენსუსის შედეგად მიიღო.  ”დღეს მიმდინარეობს კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში და შესაბამისად, ბევრი სუბიექტი ცდილობს, რომ წარმოადგინოს კონკრეტული დასკვნა. ამ ნაშრომის მთავარი ღირებულება კი ის არის,  რომ შესრულებულია აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან. იგი არ იზიარებს არც სახელმწიფო კომისიის,  არც საზოგადოებრივი კომისიის და არს რომელიმე პირის მოსაზრებებს ”-აღნიშნავს ზაზა რუხაძე. 

პუბლიკაციაში შემავალი რეკომენდაციები და შეფასებები პოლიტოლოგებს, კონსტიტუციონალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას კონსტიტუციის საკითხებზე მსჯელობისას სწორი დასკვნების გაკეთებაში, კონსტიტუციის შექმნის პროცესში ჩართულ ექსპერტებს კი ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პუბლიკაცია საფუძვლად უნდა დაედოს ინტენსიურ დებატებს მომავალში, რასაც შედეგად მოჰყვება უფრო დახვეწილი და საქართველოს რეალობის შესაბამისი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩამოყალიბება” ”-აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ფონდღია საზოგადოებასაქართველოსაღმასრულებელი დირექტორი.