ახალი პუბლიკაცია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის მექანიზმები“

23.06.2011

2010 წლის ივნისში ფონდისა და “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრების გარეშე” ქსელური პროგრამის ერთობლივი პროექტის – “არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის ინიციატივა” ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის მექანიზმები”.

აღნიშნული შიდა პროექტი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგებოდა: 2010 წლის იანვარში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოცდილების გასაზიარებლად ჩეხეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრნენ. ხოლო აპრილსა და მაისში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის თემაზე თბილისში ჩატარდა ორი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების 80-მდე წარმომადგენელმა, როგორც საქართველოდან, ისე პოლონეთიდან, ლიტვიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან.

ეს პუბლიკაციაც “არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის ინიციატივის” დასკვნითი კომპონენტია. კრებული განკუთვნილია, როგორც გამოცდილი, ისე ახლად შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და შედგება ქართველი და აღმოსავლეთ ევროპელი ექსპერტების სტატიებისგან. სტატიების ავტორები აღწერენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს და გვთავაზობენ მათი გადაჭრის შესაძლო გზებს. კრებულში შემავალი სტატიები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ფონდების მოძიება, სოციალური მეწარმეობა, მოხალისეობა, ქველმოქმედების ხელშემწყობი კანონმდებლობა, სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება.