ახალი წიგნი

21.01.2010

ირვინ გოფმანი (1922-1982) ამერიკული სოციოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მოღვაწეობდა ჩიკაგოს, ბერკლის, პენსილვანიის უნივერსიტეტებში. 1981-82 წლებში იყო ამერიკული  სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი. არის მრავალი ცნობილი ნაშრომის ავტორი. მისი მონოგრაფია “თვითპრეზეტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში” მე-20 საუკუნის საუკეთესო წიგნების ათეულშია შეტანილი.

ი.გოფმანის მეცნიერული კვლევის ძირითადი საგანი ადამიანური ურთიერთქმედების ანალიზია, სადაც იგი უმთვრესად სიმბოლური ინტერაქციონალიზმის (ურთიერთქმედების) პრინციპეს იზიარებს. სიმბოლური ინტერაქციონალიზმის თანახმად, სტიმულებზე რეაქცია მექანიკურ ხასიათს კი არ ატარებს, არამედ გაშუალებულია საზრისის მქონე სიმბოლოებით. სიმბოლოებს წარმოადგენს ვერბალური ფენომენები, ჟესტები, ინტერაქციის პროცესში გამოყენებული ნივთები და ა.შ. თითოეული ეს სიმბოლო განსხვავებულად ინტერპრეტირდება განსხვავებულ სიტუაციაში და ყოველთვის ინტერაქციის კონტექსტთანაა დაკავშირებული…

ი.გოფმანის ნაშრომის  “თვითპრეზეტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში”  უფრო ახლოს გაცნობა დაეხმარება ქართველ მკითხველს, ჩასწვდეს ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტურ პრობლემებს და დაეუფლოს მისი სირთულეების წარმატებით დაძლევის ხელოვნებას.

ც.ხინთიბიძე
ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი