გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული 100-ზე მეტი ადამიანი გააერთიანა გარემოსდაცვითმა ფესტივალმა, რომელიც, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, დიღმის ჭალებში ჩატარდა.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლის მოსწავლეებს, ეკო-მეგობრულ ბიზნესებს, საინიციატივო ჯგუფებსა თუ
გარემოსდაცვით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გამოცდილებების გაზიარების, თემატური გამოწვევების, გადაწყვეტებისა და ინიციატივების წარმოჩენას.
ამასთან, ფესტივალის მიზანი იყო, რომ დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი დანაშუალებების ეპიცენტრიდან გაკეთებინა ერთგვარი განაცხადი, რომ საზოგადოების ყველა ფენისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, რომლის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.