გრძელდება ლექციები მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარების ციკლიდან

11.12.2012

სემინარი: „მერაბ მამარდაშვილი და მჭვრეტელობითი ცხოვრების ტრადიცია”

13 დეკემბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი მეოთხე სემინარი თემაზე „მერაბ მამარდაშვილი და მჭვრეტელობითი ცხოვრების ტრადიცია”. მოხსენებას გააკეთებს  ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

სემინარზე დასწრება თავისუფალია.

სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის მიერ 2011 წელს ჩატარებული სემინარების ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ინფორმაცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში ჩატარებულ სემინარებზე.