დევნილთა ინტერესების დაცვის მიზნით 10 არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარი კოალიცია – “დევნილთა უფლებებისათვის” მართავს პრეზენტაციას, რომელიც ეძღვნება კოალიციის მუშაობის პროცესში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განხორციელებული დახმარების პროგრამების მონიტორინგის შუალედურ შედეგებს.
შუალედურ შედეგებში კოალიცია აფიქსირებს დევნილთა დახმარების განხორციელების პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილ დადებით ასპექტებს, არსებულ ხარვეზებს და პრობლემებს; წარადგენს საკუთარ რეკომენდაციებს, რომელიც დევნილთა მდგომარეობის გამოსწორებაზეა მიმართული.
პრეზენტაცია ჩატარდება ხუთშაბათს, 19 მარტს, 17 საათზე, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭოველიძის ქ. N10
თინიკო ბოლქვაძე
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი