საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. პირიქით, ეს იყო ტვირთი, ვინაიდან ეს პროცესი მოითხოვს რეფორმებს, რის საფუძველზეც მათ შეიძლება ვერ შეინარჩუნონ ძალაუფლება. საბოლოოდ, მათ ეს ტვირთი მოიშორეს და ევროკავშირში გაწევრებაზე თქვეს უარი. თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ამ შესაძლებლობაზე უარის თქმას არ შეეგუებიან, რასაც მიმდინარე პროტესტიც ცხადყოფს – ვანო ჩხიკვაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ.