2012 წლის 5 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად წარმოადგინა ევროპული ინტეგრაციის ინდექსის კვლევა.
დოკუმენტი ასახავს ევროინტეგრაციის ტემპებსა და ტენდენციებს 2011 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში: აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. საერთო მაჩვენებლის მიხედვით ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანაა მოლდოვა, რომელსაც მოსდევს საქართველო და უკრაინა. მეორე ჯგუფში შედიან აზერბაიჯანი, ბელარუსი და სომხეთი.
ნახეთ დოკუმენტი სრულად.