ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები: სამოქალაქო ჩართულობა და ადვოკატირება

17.09.2013

 

დღეს, 19 სექტემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ფონდმა ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი წარადგინა კვლევითი პროექტის შედეგები:”ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები: სამოქალაქო ჩართულობა და ადვოკატირება”. 

პროექტის მიზანი იყო  ვიზის  ფასილიტაცის ხელშეკრულებისა და ევროპის სავიზო კოდექსის განხორციელების მონიტორინგი, შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამოქალაქო თანამონაწილეობის უზრუნველყოფა და ადვოკატირება.

პროექტის პირველი შუალედურ კვლევაში წარმოდგენილი იყო  ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულოების პროფილები, გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები და პროგრესთან ერთად აღიწერა იპმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი კონკრეტული პრობლემები.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ლაშა ტუღუშმა.  მომხსენებლის სტატუსით პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს გიორგი ტაბატაძემ,  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა,  სალომე ბულიამ ფონდი „ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” ანალიტიკოსმა და ივანე ჩხიკვაძემ,  ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა. როგორც ივანე ჩხიკვაძემ განაცხადა  „ ფონდისთვის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.   ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე- ევროპული ღირებულებების უკეთ გასაცნობად კი საჭიროა ხალხთა შორის კონტაქტი და ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. იმედია, მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც ექნებათ შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს, რომ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის და იმ ხშირად მომქანცველი პროცედურების გარეშე, რაც ვიზის მიღებას უკავშირდება. უნდა დაინგრეს ე.წ. შენგენის კედელი ევროკავშირის მოქალაქეებსა და მისი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთა შორის ‘- აღნიშნა მან.

ანგარიშის წარდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია საქართველოს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

პროექტი განხორციელდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

 

სტატია ინტერპრესნიუსზე.