24 თებერვალს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” გაიმართა პუბლიკაციის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის” პრეზენტაცია. პუბლიკაცია გვაცნობს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განახორციელებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს.
მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა სატელევიზიო მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
პუბლიკაციაში განხილულია ქვეყანაში მედიაპლურალიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები, აგრეთვე სატელევიზიო მედიის ბაზარზე კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.
მედიის წარმომადგენლების გარდა პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებიც. ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორის ლევან დოლიძის მიერ პუბლიკაციის წარდგენის შემდეგ პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.