ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭეით, ორგანიზაცია „B და C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება” 2011 წლიდან ახორციელებს პროექტს „ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე”. კამპანიის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი ტკივილის შემამსუბუქებელ ეფექტურ და თანამედროვე საშუალებებზე.
2012 წლის 21 სექტემბერს, პროექტის ფარგლებში ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტმა ფატი ძოწენიძემ ქ. ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია „რა არის ტკივილი და როგორ უნდა ვმართოთ ის”.
ლექციის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა მოსმენილი ლექციის ირგვლივ. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ პროექტის „ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე” მაისურებითა და სამაჯურებით.