
PR კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა და ვრცელდება პროექტის საინფორმაციო ბუკლეტები, დამზადდა ბილბორდები და განთავსდა თბილისის რამოდენიმე ცენტრალურ ადგილას, მომზადდა სოციალური სარეკლამო რგოლი, რომელიც საქართევლოს ტელევიზიის სხვადასხვა არხის საშუალებით ვრცელდება.
პროექტის ფარგლეში ხორციელდება შემოსული განაცხადების განხილვა და აპლიკანტებთან გასაუბრება. შერჩეული პროექტები განსახილველად პროექტის პარტნიორ ბანკებს გადაეგზავნება. გასაუბრებისას ხდება ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა.
პროექტის ფარგლებში დამწყებმა მეწარმეებმა და საკუთარი ბიზნესის განვითარების მსურველებმა ორი ათდღიანი ტრენინგი გაიარეს.
ტრენინგს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამით – “დაიწყე და სრულყავი შენი ბიზნესი” საქართველოს დასაქმებელთა ასოციაცია 
მარკეტინგი; შესყიდვები; საქმიანი თამაშები; სასაქონლო მარაგების კონტროლი; თვითღირებულების კალკულაცია; საბუღალტრო აღრიცხვა; იურიდიული პასუხისმგებლობა; საგადასახადო კოდექსი; პერსონალის შერჩევა; შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა; ფულადი სახსრების ბრუნვის უწყისი. საგადასახადო კოდექსისა და სესხის გაცემის საკითხებზე კონსულტაციისათვის სემინარებზე მოწვეული იყვნენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
სემინარის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობისა და სასწავლო კურისის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.