27 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში კრებულის „კარი გამიღე” პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია განათლების სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო და მას სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორმა მარიკა ზაქარეიშვილმა გახსნა და ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებმა იცოდნენ რა პრობლემების წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელნა ნინო კიკნაძემ ისაუბრა, თუ როგორ დაიწერა წიგნი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარი გაუღოს წამალდამოკიდებულ, აუტიზმით, დაუნის სინდრომით და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს.
„გარემო არის შეზღუდული და არა ადამიანები”, თქვა მწერალმა ალექს ჩიღვინაძემ, რომელის მოთხრობასაც „გაჩერებაზე” ქვია და ეტლით მოსარგებლე მწერლის შესახებაა. ლაშა ბუღაძემ ისაუბრა დავით გაბუნიაზე, ეს არის დედის ისტორია, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე შვილი ყავს. მწერლებმა მოთხრობებიდან ამონარიდებიც წაიკითხეს.
კრებული ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით და მხარდაჭერით გამოიცა და მასში ცხრა თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, გიო მგელაძეს, დათო ტურაშვილის, ერეკლე დეისაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ანინა ტეფნაძის და ალექს ჩიღვინაძის მოთხრობებია შესული.
მოთხრობების დაწერამდენ მწერლები, თავად პაციენტებს და უფლებათა დამცველებს შეხვდნენ სტეფანწმინდაში, სასტუმრო „რუმს ყაზბეგში”. ამ შეხვედრის შემდეგ მწერლებს მიეცათ ერთ თვიანი პერიოდი ნამუშევრების შესაქმნელად.
ქართველმა მწერალმა მოთხრობები დაწერეს პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე, წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე.
პროექტის „მწერლები ადამიანის უფლებებისთვის” მიზანია პაციენტის უფლებების პოპულარიზაცია და მათი პრობლემების საზოგადოებამდე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით მიტანა.